კომპანიის შესახებ
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) დაარსდა ქალაქ თბილისში 2012 წელს. უნივერსიტეტი ავტორიზებულია და საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. უნივერსიტეტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესურითა და ადმინისტრაციული პერსონალით. EEU–ში დაგხვდებათ მყუდრო და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენს შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდს: https://eeu.edu.ge/
ვაკანსიის შესახებ
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გთავაზობთ ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში IT სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: 0159 თბილისი, ი.ენუქიძის ქ. N6
ძირითადი მოვალეობები:
- უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა ინტერნეტ-სერვისების მომსახურება. დაწესებულების ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის (კომპიუტერული ტექნიკა (პრინტერი, სკანერი, პროექტორი, ინტერნეტი) დაგეგმვა, განახლება და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმების (Microsoft office, outlook, Teams) ტექნიკური უზრუნველყოფა, ადმინისტრირება და განვითარებაზე ზრუნვა. ქსელური პრობლემების აღმოჩენა და პრობლემების გადაჭრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
- შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პუნქტუალობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრობლემის სწრაფი გადაჭრის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე, საჭიროებიდან გამომდინარე შაბათი დღეც.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@eeu.edu.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ IT სპეციალისტი“.
ჩვენ ვაფასებთ ყველა აპლიკანტს, მაგრამ მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 1 კვირის განმავლობაში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, დამსაქმებელმა ორგანიზაციამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.