"შარმ ტრეიდინგი" ეს არის უდიდესი, ჰოლდინგური ტიპის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. დღეის მდგომარეობით "შარმ ტრეიდინგი" მსხვილი პარტნიორების პორტფელების ქვეშ ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში. კომპანიის პორტფელი ექსკლუზიურად მოიცავს ისეთ ბრენდებსა და კორპორაციებს, როგორიც არის: Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს სავაჭრო წარმომადგენელის ვაკანსიას,
ადგილმდებარეობა: რუსთავი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ - 18:00სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. (1500ლარამდე)
ფუნქცია-მოვალეობები:
- შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
- სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
- შეკვეთების მიღება და გაფორმება
- სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
- პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
- მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
- მარკეტინგული აქტივობების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსათვის საჭირო საწვავს)
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
რას გთავაზობთ?
- ტრანსპორტირების და ავტომობილის ხარჯის უზრუნველყოფა
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
- უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
- ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
დამატებითი უნარები:
- ორგანიზებული
- ენერგიული
- დეტალებზე ორიენტირებული
- კომუნიკაბელური
- მიზანდასახული
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. vacancy@sharmtrading.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ,,სავაჭრო წარმომადგენელი ლიბერო-ბიოსერო „
კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.