საწყობის მენეჯერი

მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ს წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში. 
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ქ.ბათუმი 
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
ფუნქცია -მოვალეობები: 
  • უზრუნველყოს საწყობში შემოსული ტვირთის ჩამოცლა, დატვირთვა და საწყობში შესაბამის ადგილზე დასაწყობება; 
  • უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე პროდუქციის მიღება-აღრიცხვა; 
  • უზრუნველყოს საწყობის მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყოფნა; 
  • უზრუნველყოს საწყობში წესრიგის დაცვა; 
  • უზრუნველყოს კომპანიის პროდუქციის კოდების გარჩევა-წაკითხვა; 
  • უზრუნველყოს პროდუქციის ვადის კონტროლი; 
  • უზრუნველყოს საწყობის ნაშთების კონტროლი. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია). 

პიროვნული თვისებები:   

  • შრომისმოყვარე; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ენერგიული; 
  • პუნქტუალური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „საწყობის სპეციალისტი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში. 
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!