საწყობის ოპერატორი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ელთ ბილდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ,,საწყობის ოპერატორის“ პოზიციაზე.  
კომპანია ბაზარზე შემოვიდა 2017 წელს და მალევე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის რეპუტაცია. კომპანიის მიზანია, დანერგოს მშენებლობის ახალი სტანდარტი, სადაც ყველა მომხმარებლი პარტნიორია. უძრავი ქონების ჩვენთან შეძენით, მომხმარებელმა მიიღოს კომფორტული ცხოვრებისა და დასვენების პირობები. ამის შესაძლებლობას იძლევა „ახალი უბნის“ კონცეფცია, სადაც გათვალისწინებულია, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები, მომხმარებელთა კმაყოფილების და საჭიროებების შესახებ. 
 
სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში) 
ლოკაცია: ბათუმი 
ანაზღაურება: 1200 ლარიდან 1500 ლარამდე  
 
ჩვენი შემოთავაზებაა: 
  • კომფორტული სამუშაო პირობები; 
  • კარიერული განვითარებისდა წინსვლის შესაძლებლობა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა 
  • წახალისების სისტემა. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღება/გაცემა საწყობებსა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე; 
  • მოთხოვნების საფუძველზე ინვენტარის საწყობიდან გაცემა და პროგრამიდან შესაბამისი საბუთების გაფორმება; 
  • პროდუქციის მიღება, ჩამოტვირთვა, დასაწყობების პროცესის შეფერხების გარეშე უზრუნველყოფა; 
  • პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა; 
  • მოთხოვნების საფუძველზე ინვენტარის საწყობიდან გაცემა და პროგრამიდან შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება; 
  • საქონლის მიღებისა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება შესაბამისი პროცედურის დაცვით. 
 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სამუშაო გამოცდილება  შესაბამისი მიმართულებით; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე (MS Office პროგრამები, exel); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
 
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები: 
  • დისციპლინირებული და პასუხისმგებლიანი; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com .  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება -  ,,საწყობის ოპერატორი“, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. 
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება საწყობისა და ბუღალტერიის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით! 
  
წარმატებებს გისურვებთ!