მექანიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B, C
წარმოება/ოპერაციები: მექანიკოსი
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია
სამი მიმართულებით: 
  • წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია; 
  • არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია; 
  • გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი. 
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში. 
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს! 
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! 
 
შპს „ავტოტექნო“  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მექანიკოსი 
ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
სამუშაო საათები:  10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-14:00 (შაბათი) 
ანაზღაურება: 900(NET)+ ბონუსი 
 
ფუნქცია-მოვალეობები:
  • მძიმე და სამშენებლო ტექნიკის მიღება და ინსპექტირება;
  • ტექნიკის საგარანტიო მომსახურების ფარგლებში რეგიონული გასვლები/მომსახურება;
  • ტექნიკის რეალიზაციამდე წინასწარი შემოწმება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა, B ან/და C კატეგორია.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა.

ჩვენ გავაზობთ:
  • კარიერულ წინსვლას;
  • გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • დაზღვევას;
  • საბონუსე სისტემა;
  • FitPass.

კონკურსის ეტაპები:
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
  • გასაუბრება სერვისის განყოფილების ხელმძღვანელთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „მექანიკოსი“.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!