CRM მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ისი პარი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
პარფიუმერული ქსელი „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე. ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას CRM მენეჯერის პოზიციაზე
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა
სამუშაო გრაფიკი: ადმინისტრაციული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • CRM სტრატეგიის შექმნა;
  • CRM სისტემის საშუალებით გაყიდვების გაზრდის უზრუნველყოფა;
  • CRM სისტემის საშუალებით მომხმარებლებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობა; მომხმარებელთა ბაზების მართვა, განახლება, კონტროლი;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად კამპანიებისა და აქციების დაგეგმვა გაყიდვების გაზრდით მიზნით;
  • CRM გუნდის მართვა, თანამშრომლების ტრენინგებისა და სწავლებების დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება 3 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • FINA და PowerBI პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დამატებითი ინფორმაცია
  • კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • ტესტირება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „CRM Manager“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი, 2023 წელი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს 
გისურვებთ წარმატებას!