საწყობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი მაქსთერმი
მივლინება: არა ხელფასი: 1300 +ბონუსი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
შპს „მაქსთერმი„ რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს  ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი, ბელიაშვილის 149

ძირითადი მოვალეობები :
  • საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
  • მომხმარებლის შეკვეთების ოპერატიულად გამზადება;
  • გამზადებული შეკვეთების მომხმარებლისთვის მითვლა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით და დატვირთვა;
  • მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

კანდიდატის პროფილი:
  • საწყობში  მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა.

კომპანია გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
  • სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი;
  • საწყისი ხელფასი გამოსაცდელ პერიოდში: 1300 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge
ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის სპეციალისტი