ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების უფროსი მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია უნისონი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.  
  
კომპანია’’უნისონი’’ ეძებს გუნდის ახალ წევრს ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების უფროსი მენეჯერის  პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მსხვილ კორპორატიულ კლიენტებზე პირდაპირი გაყიდვების წარმოება და წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა; 
  • სტრატეგიული განვითარების მიზნით, მონაცემების სისტემატური მოძიება, შეგროვება, დამუშავება და შემდგომი სტრატეგიული განვითარებისთვის გამოყენება; 
  • ბაზების დამუშავება, ინფორმაციის/დოკუმენტაციის ბაზაში ასახვა, მსხვილ კლიენტებზე ფოკუსირება; 
  • მომხმარებელთან გასაგზავნი დოკუმენტაციის მოწესრიგება და გაგზავნის უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში, წერილების მომზადება; 
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა; 
  • არსებული ბაზების და მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეპორტების მომზადება; 
  • სადაზღვევო პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა; 
  • საჭიროების შემთხვევაში  საკითხების  შეთანხმება და პირობების მოპოვება შესაბამისი განყოფილებებიდან; 
  • დაზღვეულთათვის  მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და მხარდაჭერა. 
 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • ფინანსურ ინსტიტუტებში ანალოგიურ ან მსგავს პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება; 
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული B2 დონე; 
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები:  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პრეზენტაციის წარდგენის და მოლაპარაკების უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დროის ეფექტური გამოყენების უნარი; 
  • დაგეგმვის და სამუშაოს ეფექტურად განაწილების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი. 
 
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ  რეზიუმე (CV) იმეილზე:  vacancy@unison.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.    
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.  
 
„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ