მაღაზიათა ქსელს „ქენშოპ“ (Canshop) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
Canshop-ი უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროდუქციის რეალიზებას თავისი მაღაზიათა ქსელის, ვებ-გვერდისა და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდის მეშვეობით. სარეალიზაციო პროდუქციას შეადგენს საბავშვო და ზრდასრულთა ჰიგიენის, თავის მოვლის, სახლის მოვლის, პარფიუმერია-კოსმეტიკის საშუალებები და სხვ.
მოვალეობები:
- „ქენშოპ“-ის მაღაზიათა პერსონალის საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
- რეალიზატორთა მოზიდვა მათთან ხელშეკრულებების გაფორმებისა და პროდუქციის რეალიზაციის მიზნით;
- სხვადასხვა ინტეგრირებული აქტივობების, კამპანიებისა და აქციების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი გაყიდვების გაზრდის მიზნით;
- ონლაინ მაღაზიის სერვისების განვითარება ყველა შესაძლო მიმართულებით;
- სამუშაო გუნდის ხელმძღვანელობა, მართვა და მათთვის საჭირო დირექტივების გაცემა მიტანის სერვისის უნაკლო მუშაობის უზრუნველსაყოფად;
- „ქენშოპ“-ის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
- რეპორტინგი.
მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
- კომუნიკაციის უნარი რუსულ და ინგლისურ ენებზე;
- მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- გამოცდილება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში, დანერგვასა და კონტროლში;
- გამოცდილება მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების (მედია, გარე, ინტერნეტი) შემუშავება- დანერგვასა და განხორციელებაში.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული;
- ეფექტური დროის მენეჯმენტი,ორგანიზების კარგი უნარი;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
- გუნდის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
- კრეატიული.
ანაზღაურება - შეთანხმებით
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: t.turkia@libogroup.ge არაუგვიანეს 2023 წლის 14 დეკემბრისა ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).