შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი მეამა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
მეამას გუნდში შესყიდვების სპეციალისტს ვეძებთ. 

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • შემოსული შეკვეთების განხილვა, გუნდის წევრებთან;
  • ასორტიმენტის შესწავლა, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
  • არსებული / პოტენციური მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება
  • შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა;
  • მომწოდებლებთან ვერბალური და წერილობითი ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან, მიმდინარე პროექტების ჭრილში;
  • შესყიდვის პროცესისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება მოწესრიგება, დაარქივება;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან, სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირება;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი;
  • უცხო ენების ფლობა ინგლისური, (წერილობითი და ვერბალური) დამატებით სხვა ენის ფლობა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების (MS Excel Word, MS PowerPoint, MS Outlook) მაღალ დონეზე ფლობა;
  • სასურველია ERP – ის სისტემაში, კერძოდ კი პროგრამა - SAP ში მუშაობის გამოცდილება.

საჭირო პიროვნული უნარები:
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

მეამა გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას, გახდეთ მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის თანამშრომელი, რომელიც უსწრებს დროს და ტექნოლოგიებს;
  • იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში, უნიკალურ და გამორჩეულ სივრცეში; პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ექსკლუზიურ შეთავაზებას მეამას პროდუქციაზე;
  • გემრიელ და არომატულ ყავას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს და მუდმივ განვითარებას 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -  ვაკანსიის დასახელება 
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. 

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით,  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისდ, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „მეამა“-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამომგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას  1 წლის განმავლობაში. 
გისურვებთ წარმატებას!