დეველოპერული კომპანია - სეუ დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
მოთხოვნები:
კომპეტენციები და უნარები:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: miro@seudevelopment.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა - პროცედურების შემუშავება, პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავება და ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვა;
- დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ.) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა და აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო პირობებთან დადარება;
- ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება სხვადასხვა საპროექტო ფაზის შესრულებაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებთან;
- სამშენებლო პროექტის ფარგლებში, პარტნიორებთან/პროექტში ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
- თითოეული პროექტის ფარგლებში მიმდინარე ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
- სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა მისი დასაწყისიდან დასრულებამდე;
- კომპეტენციის ფარგლებში და სამშენებლო პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
- სამშენებლო პროექტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
- MS Project-ში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია განათლებით ინჟინერი;
- არქიტექტურული/სამშენებლო პროექტების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
კომპეტენციები და უნარები:
- პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ხარისხზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებისა და კოორდინაციის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- მოლაპარაკებების წარმართვის და შეხვედრების მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: miro@seudevelopment.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.