კონსულტანტი

თბილისი, ბათუმი სრული განაკვეთი Kontakt Home
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
,,კონტაქტ ჰოუმი’’ - თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ.  ,,კონტაქტ ჰოუმი’’ ორიენტირებულია კადრების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე, რაც პოზიტიურად აისახება მისი მომსახურების სფეროზე.  ,,კონტაქტ ჰოუმში’’ ამ ეტაპზე დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „კონტაქტჰოუმი“  აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის  პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • სექციაში პროდუქციის ფასმაჩვენებლების მოწესრიგება, პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა (ამობეჭდვა, განთავსება);
  • სააქციო პროდუქციის ეფექტურად წარმოდგენა სექციის მასშტაბით;
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი;
  • სექციაში პროდუქციის მცირე მარაგის შემთხვევაში, აღნიშნულის დახლზე ეფექტური გადანაწილება;
  • დახლებზე დასადები ნივთების კონტროლი (საწყობში არსებობის შემთხვევაში, მათი მაღაზიაში გატანა და განთავსება);
  • მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და შესაბიმისი პროდუქტის მოთხოვნის მენეჯერთან დაფიქსირება;
  • ახალი მოდელების შესწავლა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით (შესაძლებელია არასრული უმაღლესი / სტუდენტი);
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა რუსული ან ინგლისური - სასაუბრო დონეზე;

პიროვნული თვისებები:
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • განვითარების პერსპექტივას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 დეკემბერი გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “კონსულტანტი ”).

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

 გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.