სამუშაოთა მწარმოებელი

თბილისი სრული განაკვეთი დაგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
დაგი აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებელის პოზიციაზე.

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

მოვალეობები:
  • სამშენებლო პროექტის (ტექნიკური დავალება, ნახაზები, მეთოდოლოგია, კვლევები, სპეციფიკაციები და სხვა საპროექტო დოკუმენტაცია) და სამშენებლო კალენდარული გრაფიკის გაცნობა,
  • სამშენებლო ობიექტის დეტალური შესწავლა,
  • კომპანიის მენეჯმენტთან ერთად სამშენებლო ობიექტზე საჭირო პერსონალის განსაზღვრა, მათი რაოდენობისა და მიმართულებების მიხედვით
  • პროექტის მენეჯერთან ერთად მშენებლობის ორგანიზაციის გეგმის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა,
  • მშენებლობის ორგანიზაციის გეგმის შესაბამისად საჭირო მოწყობილობებზე, დანადგარებსა და საშუალებებზე შესაბამისი მოთხოვნის პროექტის მენეჯერისათვის წარდგენა,
  • მიღებული ნებართვების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო დროებითი კომუნიკაციების მოწყობა,
  • სამშენებლო ობიექტიდან სამშენებლო ნარჩენების გასატანა ან/და დასაწყობება და ობიექტის სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება,
  • მის დაქვემდებარებაში არსებული შრომითი რესუსრისა და ელექტრო-მექანიკური და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით სამშენებლო პროცესის წარმოება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საინჟინრო-ტექნიკური განათლება
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
 
პიროვნული მახასიათებლები:
  • ენერგიულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე (cv) ელ.ფოსტის მისამართზე hr@dagi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს.