დავალიანების დამუშავების ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი ალგანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
დაცვის კომპანია"ალგანი" აცხადებს ვაკანსიას  დავალიანების დამუშავების ოფიცერის  პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი 
ანაზღაურება : 900 ლარი. 
 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კომპანიაში არსებული დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი; 
  • ყოველდღიურ რეჟიმში მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება დავალიანების შეხსენების და დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით; 
  • მომხმარებლების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი; 
  • დებიტორული დავალიანებების შესახებ სხვადასხვა ანგარიშგებების გაგზავნა შესაბამის დეპარტამენტებთან; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენილი/წარმოჩენილი პრობლემების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული ანგარიშგება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად); 
  • სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • ცხრილებთან მუშაობის უნარი, Microsoft Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; 
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr-m65@outlook.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.