საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი გლობუსი
მივლინება: არა ხელფასი: 500 +ბონუსი
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
შპს "გლობუსი" აცხადებს ვაკანსიას საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
 
კომპანია საფინანსო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რომლის საქმიანობას წარმოადგენს საბანკო, მიკროსაფინანსო პორტფელების მართვა. დაარსებიდან აქცენტირებულია განვითარებაზე და სტაბილურობაზე, რაც მნიშვნელოვნად გამოიხატება ფილიალების ზრდაში.
დღეის მდგომარეობით გლობუსი აერთიანებს  12  ფილიალს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,  სადაც წარმატებით საქმიანობს მაღალკვალიფიციური კადრები;
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტებთან კონტაქტი; ( უშუალო და სატელეფონო კონტაქტი);
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული / პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი;
  • კლიენტებისთვის პირობების შეთავაზება და რესტრუქტურიზაციის გაფორმება;
  • დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;

მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული და სხვა უნარჩვევები:
  • დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

გთავაზობთ:
  •  განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას;

 სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
მცოცავი გრაფიკი - 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება 09:30 - დან 20:30 -მდე ;
ანაზღაურება: ხელფასი 500 ლარი + ბონუსი (+დამატებითი ბენეფიტები)

დაინტერესების შემთხვევაში და თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: nbelkania@pab.ge  Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება