ფინანსური ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი GOLD WAY GROUP
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “GOLD WAY GROUP” აცხადებს ვაკანსიას  ფინანსური ანალიტიკოსის  პოზიციაზე. 
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00 
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი. 
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  •  ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, საჭირო ორგანიზაციული ერთეულების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა და ბიუჯეტის დაგეგმვის ორგანიზება; 
  • პროექტების ფინანსური მოდელების შექმნა, პერიოდული კორექტირება/განახლება. 
  • პროექტების ფინანსური მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და რეპორტინგი; 
  • ფინანსური ანგარიშგებების აწყობა ბუღალტრული ინფორმაციიდან (ფულის მოძრაობა, მოგება-ზარალი და ა.შ.) 
  • არსებული პროექტების დეტალური ბიუჯეტირება და ბიუჯეტის საჭიროებისამებრ განახლება; 
  • კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი; 
  • ფინანსური ფორმების სტანდარტიზება და რეპორტინგის სისტემის აწყობა; 
  • ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე მხარდაჭერა ფინანსურ საკითხებზე (საჭირო ფორმების მომზადება, ფინანსური მოდელების დამუშავება, კომერციული გუნდის საფასო პოლიტიკის შემუშავება...) 
 
სავალდებულო მოთხოვნები: 
  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება 
  • ინგლისური ენის ცოდნა. 
  • MS Office საოფისე  პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა 
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • სამედიცინო დაზღვევა;  
  • Fitpass;  
  • კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით;  
  • ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;  
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;  
  • განვითარების შესაძლებლობა. 
  • თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო; 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი. 
გისურვებთ წარმატებებს! 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.