მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი Hotels & Preference Hualing Tbilisi
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისი (Hotels & Preference Hualing Tbilisi), თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, „ჰოთელს & პრეფერენსის“ პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. 
„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერს,  ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით.
Hotels & Preference Hualing Tbilisi აცხადებს ვაკანსიას: მიმტანის პოზიციაზე. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სტუმრის დახვედრა, სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მენიუში არსებული პროდუქციის შესახებ და შეკვეთის მიღება;
  • სტუმრის დროული მომსახურება სტანდარტების შესაბამისად;
  • მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
  • სტუმრებისთვის ანგარიშსწორების წარმოება;
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული, პუნქტუალური;
  • ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hotelspreference.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!