ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი არომაპროდუქტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას ,გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .ჩვენ ვმართავთ
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში,თანამედროვე
ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში,  საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან  საქართველოს  ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში  წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები,კანადა, ავსტრალია, იაპონია,  ისრაელი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა,  და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი
ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს
საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com    ან Facebook გვერდზე  georgias natural                                                                              
                                                                              
არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს   ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისის სანზონა
სამუშაო საათები : 09:30-18:30
დასვენება: შაბათი კვირა
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია მოვალეობები
  • დებიტორებისა და კრედიტორების აღრიცხვა /კონტროლი;
  • საბანკო გადარიცხვების განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
  • სალაროს და ბანკის ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
  • ექსპორტების და იმპორტის პროგრამული გატარება და პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
  • ნებისმიერ ოპერაციაში უშუალო ჩართვა კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება  ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის   ცოდნა , MS Excel-ის მაღალ  დონეზე ცოდნა;
  • საბუღალტრო  პროგრამებთან მუშაობის გამოცდეილება;

უნარები
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • ყურადღებიანი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი,
გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV  შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com  და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება  შპს არომაპროდუქტი/Georgia's Natural"-ის მხრიდან მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.  პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად
კომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას თქვენი მონაცემები და არ გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის გარდა დასაქმებისა.
რეზიუმე/CV -ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მხოლოდ დასაქმების მიზნით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.