სექციის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი არომაპროდუქტი
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1300
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით. 
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ. 
 კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით. 
 დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე: https://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural 
 
"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს ბრენდული ობიექტების სექციის მენეჯერის პოზიციაზე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს მომსახურების სტანდარტების დაცვა და გაყიდვების ზრდა. 
 სამუშაო ადგილი: ბათუმი 
სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი : 6 საათი დღეში 09:30 – 15:30 ან 15:30-21:30 
დასვენება: კვირაში 1 ან 2 დღე 
ანაზღაურება: საათში 5 ლარი + ბონუსი გაყიდვების გეგმიდან   თვის ჭრილში   ანაზღაურება და ბონუსი განისაზღვრება ასშუალოდ   800-1300 ლარით      
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ჯორჯიაზ ნეიჩერალის მომხმარებლისთვის პრემიუმ მომსახურების გაწევა;  
  • მომხმარებლისთვის ორგანული პროდუქტების შეთავაზება და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება; 
  • პროდუქციის მიღება და თაროებზე განლაგება მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით; 
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება და სალარო ოპერაციების წარმოება; 
  • გლოვო, ვოლტი და ბოლტის მომსახურება; 
  • ობიექტზე ჰიგიენის შენარჩუნება; 
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება; 
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  •  სტუდენტი ან ბაკალავრი; 
  • ინგლისური ენების ცოდნა, ასევე უპირატესობად ჩაითველა რუსული ენის ცოდნა; 
  • სალარო ოპერაციების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 
 
უნარები: 
  •  კომუნიკაბელურობა; 
  • პრეზენტაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობიანი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • მომხმარებელზე ორიენტირებული; 
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული. 
 
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ "სექციის მენეჯერი - ბათუმი". 
 
 გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება  შპს არომაპროდუქტი/Georgia's Natural"-ის მხრიდან მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.  პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად 
 კომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას თქვენი მონაცემები და არ გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის გარდა დასაქმებისა. 
 რეზიუმე/CV -ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მხოლოდ დასაქმების მიზნით. 
 თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.