უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ბრედფილდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას  უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; 
  • ანაზღაურება:  კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფინანსური თვის , კვარტლის და წლის სისტემური დახურვის კოორდინაცია, კონტროლი და მართვა
  • ფინანსური უწყისების წარმოება და ანალიზი
  • თვის დახურვის დროს დეპარტამენტებთან ხარჯების გავლა, ანალიზი ბიუჯეტთან მიმართებაში და მენეჯმენტთან გავლა
  • წლის ბიუჯეტირებისა და რევიზიის პროცესის კოორდინაცია, ანალიზი და შეთანხმება
  • ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან,ინფორმაციის მიწოდება, პროცესის მართვა, საკითხების მენეჯმენტთან შეთანხმება
  • ყოველკვირეული, თვის და წლის „ქეშ ფლოუს“ დაგეგმარება და ანალიზი
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი
  • შესყიდვების დეპარტამენტში მიმდინარე  პროცესების ფინანსური ანალიზი ,  პირობების და ფასების მონიტორინგი  
  • ექსპორტის და ადგილობრივი გაყიდვების ფინანსური ანალიზი: შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით გაყიდვების გეგმის შედგენა , რეალიზაციის მოცულობების დადგენა, საერალიზაციო ფასის დადგენა, რეალიზაციის პირობების დადგენა
  • საწარმოს KPI ანალიზი, წარმოების ეფექტურობის კონტროლი და ანალიზი
  • ინვენტარიზაციის პროცესის მართვა, გადახარების ანალიზი და კონტროლი
  • საოპერაციო/ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი და კონტროლი: თვითღირებულება, შრომითი ანაზღაურება, კომუნალური ხარჯები, ლაბორატორიული ხარჯები და ა.შ. 
  • საგადასახადო აუდიტის პროცესის მართვა, აუდიტორისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
  • ფინანსურ აუდიტის პროცესის მართვა, აუდიტორისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
  • ბუღალტრული აღრიცხვის საქართველოს საგადასახადო კოდექსთან  შესაბამისობის კონტროლი
  • ბუღალტერიის კონტროლი, კოორდინაცია და მართვა
  • ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების  კონტროლი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: ეკონომიკური ან/და ფინანსების  განხრით;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე).

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ბიზნეს-ორიენტირებული აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ინიციატივის მაღალი დონე;
  • პროცესების ანალიზის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აქტიური მოსმენის და  გუნდური მუშაობის მაღალი დონე.

ბენეფიტები:
  • ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • სწავლებისა და განვითარების სისტემა;
  • შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge