ხარჯთაღმრიცხველი

თბილისი სრული განაკვეთი სტუდია 9 +
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
სარემონტო კომპანია “სტუდია 9+”, რომელიც 3 წელია წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე. 
მდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას ქ. N30 
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე) 
ანაზღაურება: ფიქსირებული, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე 
  
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე; 
  • ფორმა N2-ების და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება სხვადასხვა დეპარტამენტების მოთხოვნების შესაბამისად; 
  • პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა; 
  • სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოებისა და კომპანიის მენეჯმენტთან წარდგენის უზრუნველყოფა; 
  • ყოველთვიური მუშაობის ანალიზი და წარდგენა/რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • საქმიანობის ფარგლებში ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება. 
  
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით; 
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • MS Office პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. 
  
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; 
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული; 
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  
კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს: 
  • საინტერესო, სტაბილურ სამუშაო გარემოს; 
  • პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას; 
  • კარიერულ განვითარებას და მრავალფეროვან პროექტებს; 
  
  
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV და სარეკომენდაციო წერილი წინა დამსაქმებლებისგან (არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@studio9plus.ge 
ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ხარჯთაღმრიცხველი. 
  
  
გისურვებთ წარმატებას!