ტექნიკოსი

ბათუმი სრული განაკვეთი Steps Batumi Hotel & Suites
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა: ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
"Steps Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს.
Steps Batumi ასევე გამოირჩევა გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, რომლებიც სტუმრებისთვის შეუდარებელი გამოცდილების შესაქმნელად, იზრუნებენ განსაკუთრებული სერვისების მიწოდებაზე. ჩვენთან საინტერესო შესაძლებლობები გელით! თუ იზიარებთ ჩვენს ენთუზიაზმს, შევქმნათ არაჩვეულებრივი გარემო სტუმრებისათვის, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ჩვენ ერთად შეგვიძლია გადავაჭარბოთ მოლოდინს და შევქმნათ მუდმივი მოგონებები ჩვენი ძვირფასი სტუმრებისთვის
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:
  • აპარტ-სასტუმროს მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, გათბობა-გაგრილების სისტემებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულება საჭიროებისამებრ;
  • სამუშაო ხელსაწყოების, დანადგარების და სხვა ტექნიკური საშუალებების მოვლა, სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • თანამდებობით გათვალისწინებული ინსტრუქციების/დავალებების შესრულება და სტანდარტების დაცვა;
  • ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემების დროული აღმოფხვრა;

საჭირო უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
  • სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკოსი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 29 აპრილი.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.