საწყობის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი Infinity Ventures Holding
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
კომპანია Infinity Ventures Holding ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული 
კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
კომპანია Infinity Ventures Holding აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ივანე იუმაშევის ქუჩა N13 (ლილო)

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
  • პროგრამაში ყოველდღიური ინფორმაციის შეყვანა / დამუშავება;
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება / დახარისხება;
  • RS.GE-ზე მიღებული / გაწერილი სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურის კანონის შესაბამისად დადასტურება / ატვირთვა;
  • საქვეანგარიშო პირების მიერ გახარჯული თანხების კონტროლი და შესაბამისი აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • საწყობებს შორის მარაგების გადაადგილების კონტროლი და შესაბამისი აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • ფულის, როგორც სალაროს, ასევე საბანკო ანგარიშების ნაშთების კონტროლი და გადარიცხვების წარმოება;
  • ინვენტარიზაციაში ჩართულობა ყოველკვირეულად და მარაგების ნაშთების მართვა;
  • დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;
  • კომპანიის ფინანსური აღრიცხვის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:
  • მსგავს   პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ  1 წლიანი გამოცდილება; 
  • აუცილებელია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პროფესიული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.