პრისეილერი

თბილისი სრული განაკვეთი ფორმულა კონსტრაქშენი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: რუსული, ინგლისური მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი
„ფორმულას“ მისიაა უახლესი ტექნოლოგიებით აწარმოოს პრემიუმ ხარისხის სამშენებლო ფხვნილები, მხარი დაუჭიროს ქართული წარმოების განვითარებას და შექმნას ადგილობრივი მშრალი ნაზავების უწყვეტი მიწოდების ჯაჭვი მთელი ქვეყნის მასშტაბით.  
კომპანიის მისიაა ულტრათანამედროვე ლაბორატორიის საშუალებით მუდმივ რეჟიმში მოახდინოს პროდუქციის ტესტირება და მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული პროდუქტი შესთავაზოს ბაზარს.მაღალტექნოლოგიური, ულტრათანამედროვე, ლაბორატორიის საშუალებით „ფორმულას“ მიზანია შექმნას შესაძლებლობა ლოკალურად შემოწმდეს სამშენებლო პროდუქციის ხარისხი. 
„ფორმულა კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი 

 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პროდუქციისა და სერვისების შესწავლა; 
  • მომხმარებელთა ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება; 
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან შეხვედრების დაგეგმვა; 
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია; 
  • მომხმარებლის საჭიროების მიხედვით შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია; 
  • მაქსიმალურად სრული ასორტიმენტის შეთავაზება ობიექტისთვის; 
  • გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა; 
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა. 
  • მსუბუქი ავტომობილის ყოლა ჩაითვლბა უპირატესობად. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • მოტვირებული; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • კომუნიკაბელური; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პუნქტუალური; 
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); 
  • FitPass; 
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; 
  • საწვავი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. 

სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:00-დან 18:00-მდე ( დღეში  1 საათი შესვენება);
  • ხელფასი: 1000 ლარი (ფიქსირებული)+ ყოველთვიური ბონუსი. 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :  career@ec.ge     2024 წლის  29 აპრილამდე
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ  შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ფორმულას " დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.  თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ფორმულას” ბაზაში 1 წლის ვადით.  
 
გისურვებთ წარმატებებს!