მცხობელი

თბილისი სრული განაკვეთი ყავის ლაბორატორია
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მცხობელი
"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 5 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება. 
 
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მცხობელი. 
 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პროდუქციის დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება; 
  • სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულის, კრუასანების და ცომის ნაწარმის მომზადება; 
  • პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი; 
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მცხობელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;  
 
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:  
  • გრაფიკი- კვირაში 5 დღე/დღეში 9 საათი (აუცილებელია ღამის სმენებში მუშაობის შესაძლებლობაც); 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით; 
  • სამუშაო ადგილი: გიორგი ძოწენიძის #18; 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  
 
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. 
 
გისურვებთ წარმატებას! 
 
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.