სტიუარდი

თბილისი სრული განაკვეთი ყავის ლაბორატორია
მივლინება: არა ხელფასი: 1500
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ჭურჭლის მრეცხავი
"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 5 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: სტიუარდი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამზარეულოში არსებული დანადგარების გასუფთავება;
  • სამზარეულოს ინვენტარის სპეციალური ხსნარებით დამუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე/4 საათი დღეში;
  • ანაზღაურება - ფიქსირებული 1500 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
 
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.