ღამის ცვლის მოლარე/ექსპერტ-შემფასებელი

მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: მოლარე (საბანკო)
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო საათები:
  • თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს.
  • დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 5 საათი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი (ხელზე ასაღები).

ბენეფიტები:
  • ბონუსი 200-დან - 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება: მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • დაბადების დღის დანამატი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ბრილიანტის ცოდნა);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • რუსული ან ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა.
  • კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;

პიროვნული უნარები:
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/