ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი გრადა დეველოპმენტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინჟინერი-არქიტექტორი
დეველოპერული კომპანია "გრადა დეველოპმენტი",  აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტირების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება
  • დამკვეთების მიერ გადმოცემული საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა და მოსალოდნელი რისკების შეფასება-ანალიზი, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი როგორც დაგეგმვის, ასევე რეალიზაციის ეტაპებზე
  • ობიექტებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი
  • მშენებლობის პროცესში საპროექტო ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, ცვლილებების ინიციირება, პრობლემური ტექნიკური საკითხების ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება პროექტის ავტორებთან შეთანხმებით, ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერა, სათანადო დოკუმენტაციის ცვლილების უზრუნველყოფა და კონტროლი
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება საინჟინრო განხრით
  • MS Excel, MS Project, Adobe Acrobat Professional პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფლობა
  • AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
  • ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი სამოქალაქო, მექანიკური ან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით
  • მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით
  • არქიტექტურის სფეროში ყველა მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა (41-ე დადგენილების)
  • გათბობა გაგრილება ვენტილიაციის შესაბამისი ცოდნა
  • წყალ-კანალიზაცია
  • ელექტროობა

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: kmaisuradze@grada.ge 
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება და ტესტირება.