დეველოპერული კომპანია "გრადა დეველოპმენტი", აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტირების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება
- დამკვეთების მიერ გადმოცემული საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა და მოსალოდნელი რისკების შეფასება-ანალიზი, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა
- მშენებლობის ორგანიზების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
- სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი როგორც დაგეგმვის, ასევე რეალიზაციის ეტაპებზე
- ობიექტებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი
- მშენებლობის პროცესში საპროექტო ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, ცვლილებების ინიციირება, პრობლემური ტექნიკური საკითხების ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება პროექტის ავტორებთან შეთანხმებით, ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერა, სათანადო დოკუმენტაციის ცვლილების უზრუნველყოფა და კონტროლი
- შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინჟინრო განხრით
- MS Excel, MS Project, Adobe Acrobat Professional პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფლობა
- AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
- ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი სამოქალაქო, მექანიკური ან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით
- მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით
- არქიტექტურის სფეროში ყველა მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა (41-ე დადგენილების)
- გათბობა გაგრილება ვენტილიაციის შესაბამისი ცოდნა
- წყალ-კანალიზაცია
- ელექტროობა
კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: kmaisuradze@grada.ge
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება და ტესტირება.