ცვლის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბარამბო
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. 
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ცვლის მენეჯერის პოზიციაზე სანაყინე კიოსკებში.  
სამუშაო გრაფიკი: სრული 40 საათი; 
ადგილმდებარეობა:  გლდანი, ისთ ფოინთი, მელიქიშვილის გამზირი(გთხოვთ რეზიუმესთან ერთად მიუთითეთ, რომელიმე თუ უპირატესია); 
 

ძირითადი მოვალეობები 
  • ცვლაში მუშაობა 
  • რეცეპტებისა და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა 
  • მომხმარებლების მომსახურება 
  • ობიექტზე ფინანსური ბრუნვის კონტროლი 
  • პროცესის მართვა 
  • მარაგების კონტროლი 
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობა 
  • თანამშრომლების გრაფიკის შედგენა და სამუშაო ცვლების ორგანიზება 
  • საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობის მიღება 
 
მოთხოვნები: 
  • მომსახურების სფეროში გამოცდილება აუცილებელია (უპირატესობა მიენიჭება ნაყინის და ყავის მიმართულებით გამოცდილ კანდიდატებს); 
  • აუცილებელია საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა 

კომპანია გთავაზობთ: 

  • ტრენინგს მომსახურების სფეროში 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • დაწინაურების მზარდ შესაძლებლობას 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს  
  • სტუდენტებისთვის ხელშემწყობ გრაფიკს 
  • ფასდაკლებას არსებულ პროდუქციაზე  

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge 
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.