წარმოების პროგრამის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ნუტრიმაქსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. 
ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს ცილის წარმოებას სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის  ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.  
კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/ 
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax 

კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები
  • საწარმოო ხაზისა და დანადგარების მართვა  შესაბამისი ნორმებისა და სტანდარტების დაცვით, პროგრამის მეშვეობით;
  • წარმოების მიმდინარე პროცესის შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;   
  • წარმოების პროცესის უზრუნველყოფა პროგრამის მეშვეობით: რაციონების მიღება, დღის გეგმის შესაბამისი ეტიკეტების მომზადება და პროცესისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმართვა;
  • საწარმოო პროცესში მომხდარ შეფერხებებზე სწრაფი რეაგირება;  
  • პროგრამიდან საჭირო ინფორმაციის (რეპორტინგი) ამოღების უზრუნველყოფა;
  • წარმოების პროცესში ჩართული პირებისთვის კონკრეტული მითითებების გაცემა;
  • ხარისხის ჯგუფის მიერ შედგენილი  წესების და ნორმების მიხედვით  პროდუქციის წარმოების უზრუნველყოფა.
  • ცვლის გადაბარების პროცესის უზრუნველყოფა.

სავალდებულო მოთხოვნები : 
  • დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება წარმოების მიმართულებით;
  • უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office  
 
პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ: 
  • კვება და ტრანსპორტირება  
  • მრავალფეროვანი შემეცნებითი და სპორტული აქტივობები 

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლევან ღოღობერიძის 67 ბ
სამუშაო გრაფიკი: - დინამიური 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2024 წლის 3 მაისის ჩათვლით,  მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ”წარმოების პროგრამის ოპერატორი“
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.