უმცროსი არქიტექტორი

თბილისი სრული განაკვეთი არსენალი რეზიდენსი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი

დეველოპერული კომპანია „არსენალი რეზიდენსი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი არქიტექტორის პოზიციაზე.

 

არსენალი რეზიდენსი“ ახალი გამორჩეული მულტიფუნქციური უბანია ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან, რომელიც მოიცავს 4 საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს.

 

მოვალეობები:

  • ინტერიერის და ექსტერიერის ნახაზების მომზადება
  • პროექტის ვიზუალის და გეგმარების კონცეპტუალურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღება.
  • ბინების და სხვა გასაყიდი ფართების ინდივიდუალური 2D ნახაზების მომზადება.
  • კლიენტების მოთხოვნის შემთხვევაში ბინების გადაგეგმარება.
  • პროექტის სარემონტო მასალების შერჩევაში ჩართულობა.
  • ხელმძღვანელ პირის სხვადასხვა პროფესიული დავალებების შესრულება.

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის განხრით
  • სასურველია არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა - ArchiCAD, AutoCAD, Photoshop

 

 საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები :

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდურად მუშაობის უნარი

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი 10:00 დან 18:00 მდე (სრული განაკვეთი);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი,ქეთევან წამებულის 18 (მეტრო ავლაბარი);
  • სახელფასო განაკვეთი: 1500 ლარი

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელ. ფოსტის მისამართზე: hrimplantagency@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ: "ვაკანსია-არქიტექტორი". კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშრდით: +995 555 125 122 (ნია)