მძიმე/სამთო ტექნიკის ზეინკალი

ბოლნისი სრული განაკვეთი RMG აურამაინ
მივლინება: არა ხელფასი: 2000
ენები: რუსული
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ზეინკალი
შპს „არ ემ ჯი აურამაინი“ აცხადებს ვაკანსიას მძიმე სამთო ტექნიკის ზეინკალის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ბოლნისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლის გრაფიკის შესაბამისად 4 კალენდარული სამუშაო დღე, მომდევნო 4 დღე დასვენება.
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2000 ლარი. 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამუშაოების შესრულება ხელმძღვანელობის მოთხოვნების შესაბამისად.
  • ტექნოლოგიური, თანამდებობრივი, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ინსტრუქციების დაცვა.
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა მუშაობის დროს, სახანძრო უშიშროების მოთხოვნების, საწარმოო ჰიგიენის და წარმოების შინაგანაწესის დაცვა;
  • საზეინკლო ინსტრუმენტების დანიშნულება და მათი გამოყენების წესი;

 
საჭირო მოთხოვნები:
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო;
 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე TTodua@cmg.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ზეინკალი“.
შპს არ ემ ჯი აურამაინი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!