ზეინკალი-მექანიკოსი

მცხეთა სრული განაკვეთი ინვეტ ფიდი
მივლინება: არა ხელფასი: 2000
მართვის მოწმობა: B
ინჟინერია: მექანიკოს-ინჟინერი ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ზეინკალი
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას ზეინკალი-მექანიკოსის პოზიციაზე. 
კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.
კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა 
ტრანსპორტირება: ქ. მცხეთა (თბილისში მაცხოვრებელისთვის კომპანია უზრუნველყოფს  საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას/სამსახურში მიყვანას და უკან წამოყვანას)
კვება:  ერთჯერადი კვება კომპანიის ხარჯზე
ბენეფიტი: დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • ლითონის მასალაზე მუშაობა და შედუღების სამუშაოების განხორცილება;
  • არსებული მანქანა-დანადგარების მონიტორინგი და დიაგნოსტიკა;
  • მანქანა-დანადგარებზე დაზიანებული ნაწილების შეცვლა; (დაშლა, შეკეთება, აწყობა)
  • მანქანა-დანადგარების რეგულირების წესების ცოდნა;
  • მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

აუცილებელი მოთხოვნა:
  • მართვის მოწმობა B კატეგორია აუცილებელია.

„ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2024  წლის 08 მაისამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!