მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი GOLD WAY GROUP
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “GOLD WAY GROUP” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის  პოზიციაზე. 
სამუშაო განაკვეთი: სრული,10:00სთ-დან 18:00სთ-მდე 
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი. 
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ბრენდის ცნობადობის ზრდაზე ზრუნვა; 
  • არსებული ვებგვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება. 
  • სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა (საკომუნიკაციო გეგმის გაწერა დროში და ბიუჯეტში); 
  • სარეკლამო ვიდეო რგოლების დამზადებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა; 
  • გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელება; 
  • პრეზენტაციების, ბეჭდური საკომუნიკაციო მასალების მომზადება; 
  • სარეკლამო სააგენტოებთან და სტამბებთან ურთიერთობა; 
 
სავალდებულო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება 
  • ინგლისური ენის ცოდნა. 
  • MS Office საოფისე  პროგრამების ცოდნა 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • სამედიცინო დაზღვევა;  
  • Fitpass;  
  • კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით;  
  • ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;  
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;  
  • თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო; 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი. 
გისურვებთ წარმატებებს! 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.