ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Bitnet
მივლინება: არა ხელფასი: 2200
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
ციფრული აქტივების და Crypto Exchange კომპანია ბიტნეტში ვეძებთ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტს!

ბიტნეტი ციფრული აქტივების და Crypto Exchange კომპანიაა, რომლის მიზანს კრიპტოვალუტის ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით, მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს გამარტივებულ პლატფორმასა და კლიენტთა მხარდაჭერის ოპერატიულ სერვისს სთავაზობს როგორც საქართველოს, ისე მთელი რეგიონის მასშტაბით.
სამუშაო გრაფიკი და ადგილი:
დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის #12, King David ბიზნეს ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 10:00 – 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება, შაბათ-კვირა დასვენება)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საკომუნიკაციო არხების შერჩევა, სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
  • არსებული სოციალური მედია პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube, Telegram, TikTok), საჭიროების შემთხვევაში ახლის დამატება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • Facebook and Google ads;
  • კონტენტის შექმნა - ყოველდღიურად მასალების მოძიება, გრაფიკულ დიზაინერთან და ქოფირაითერთან ერთად დამუშავება და საბოლოო კონტენტის განთავსება დედლაინების დაცვით;
  • ჩატარებული აქტივობების ანალიზი, მონიტორინგი, და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან - მარკეტინგის დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება მარკეტინგის/ბიზნესის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • Google Ads-სა და Facebook Ads-ში მუშაობის გამოცდილება;
  • კონტენტის დამუშავების, შექმნისა და შეფასების გამოცდილება.

ანაზღაურებაზე კომენტარი:
  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე. მინიმალური ანაზღაურება 2200 ლარიდან.

რეზუმეს გამოგზავნის ტექსტი და დასასრული:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@bitnet.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, "ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი".
გისურვებთ წარმატებებს!