მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Indigo Cars
მივლინება: არა ხელფასი: 2500
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars" , რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე. 
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას  მარკეტინგის მენეჯერის  პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: 
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 საათამდე
ანაზღაურება: 2500 ლარი.
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • სოციალური მედიის პლატფორმების მართვა (Facebook, YouTube, LinkedIn, Instagram,tik-tok), ბიუჯეტირება და მონიტორინგი;;
  • კონტენტის შექმნა და შექმნის პროცესში დიზაინერთან.
  • სოციალური მედიის კამპანიების ინიცირება, დაგეგმვა.
  • სოციალური მედიის მართვის გრაფიკის/კალენდრის შემუშავება, მასალების მომზადებისა და განთავსების დაგეგმვა და მართვა.
  • სოციალური მედიის პლატფორმების სარეკლამო გვერდების მართვა: კამპანიების დაგეგმვა, სამიზნე აუდიტორიების შექმნა, რეკლამის განთავსება, ბიუჯეტირება და მონიტორინგი.
  • სამიზნე სოციალური მედიის ჯგუფებთან კომუნიკაცია, მასალების განთავსება და მონიტორინგი.
  • განხორციელებული საქმიანობების რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ქოფირაითინგის უნარები - სამუშაო გამოცდილება ან განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
  • Google Analytics-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მარკეტინგულ და საკომუნიკაციო ბრიფებთან მუშაობის გამოცდილება
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია

პიროვნული მახასიათებლები:
  • დროის ეფექტურად ათვისებისა და დედლაინების დაცვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
 
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.