პროექტის მთავარი არქიტექტორი

ბათუმი სრული განაკვეთი ტურინვესტი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!

ტურინვესტ ჯგუფი მშენებარე სასტუმრო კომპლექსის ,,Hampton by Hilton“ პროექტის  ფარგლებში, ეძებს გუნდის ახალ წევრს პროექტის მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე.

კომპანია 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, მათ შორის საბაგირო გზა ,,არგო“, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ ჯგუფის პროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი.

არსებობის პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი, მათ შორისაა სასტურმო ჰილტონ ბათუმი და ბელვიუ რეზიდენს ბათუმი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პროექტის მთავარი არქიტექტორი

მოვალეობები:
  • საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისა და საპროექტო სამუშაოების ტექნიკური მენეჯმენტის პროცესის ორგანიზება საპროექტო, სამშენებლო, ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების მთელი პერიოდის განმავლობაში.
  • საპროექტო სამუშაოების განრიგის და ვადების დაცვა.
  • შემოქმედებითი გუნდის მართვა (პროექტში მონაწილე არქიტექტორთა გუნდი).
  • ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების, საპროექტო სამუშაოების პროცესში წარმოქმნილი არქიტექტურულ-ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა.
  • სამუშაოების დასრულების ვადების დაცვა,  საპროექტო სამუშაოების დროისა და სტატუსის შესახებ  ინფორმაციის ფლობა.
  • პროექტის მთავარ ინჟინერთან და/ან პროექტის მენეჯერთან ერთად პროექტის გუნდის თანამშრომლების ეფექტური მუშაობის ორგანიზება,  პროექტის ყველა გადაწყვეტილების კოორდინაციაზე პასუხისმგებლობა.
  • პროექტის შეხვედრებში მონაწილეობა და, საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების დაწყება, პროექტის მენეჯერის დროული ინფორმირება ხარჯების, პრობლემური საკითხების შესახებ, წინადადებების გაგზავნა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და/ან აღმასრულებელ დირექტორთან მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით. 

მოთხოვნები:
  • გამოცდილება 6 წელი+
  • კომპლექსური საპროექტო-კვლევითი სამუშაოების მართვის გამოცდილება
  • შემსრულებელთა ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილება
  • საექსპერტო და ზედამხედველობის ორგანოებთან დოკუმენტაციის კოორდინაციის გამოცდილება
  • საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებში მონაწილეობის გამოცდილება
  • მოქმედი ეროვნული სტანდარტების, წესების, SNiP, SP, დიზაინის მეთოდოლოგიური და მარეგულირებელი მასალების, საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: vacancy@tourinvestgroup.com
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!