ციფრული არხების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო Ambassadori
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, ქართული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
ამბასადორი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ციფრული არხების მენეჯერის პოზიციაზე ქსელში შემავალი ობიექტების გვერდებისთვის.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სასტუმრო ამბასადორი თბილისის ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
  • სოციალური ქსელების მართვა და განვითარება (Facebook, Instagram);
  • მარკეტინგული მიზნებისა და ბრენდის პოზიციონირების შესაბამისად სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • კონტენტის შექმნა, დაგეგმვა არხების მიხედვით;
  • სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია (კომენტარები, შეფასებები)
  • ციფრულ არხებში კომპანიის გვერდების მონიტორინგი, შეფასებებზე პასუხი (Tripadvisor, Google My Business)
  • სარეკლამო კამპანიების წარმართვა (Facebook Ads manager, Google Ads), სწორი მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა, რეკლამის ოპტიმიზაცია, მონიტორინგი, ანალიზი;
  • დიზაინერთან კომუნიკაცია სოციალური ქსელებისთვის საჭირო ვიზუალების დასამზადებლად;
  • სოციალური ქსელებისთვის საჭირო ფოტო-ვიდეო გადაღებებში ჩართულობა;
  • ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეებისა და ტენდენციების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება/დანერგვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია: ციფრული მედია პლატფორმების მაღალ დონეზე ცოდნა (Facebook Business manager, Ads manager, Google Ads);
  • სოც. მედია და ციფრული მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • თანამედროვე ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში, კონტენტ მენეჯმენტში;
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა, გამართულად წერის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა


პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი
  • შემოქმედებითი და პროგრესული ხედვა;
  • სტრატეგიული დაგეგმვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • მოტივირებულობა
  • კომუნიკაბელურობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ფიქსირებულ, ყოველთვიურ ანაზღაურებას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • უფასო ლანჩს

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: marketing@ambassadori.com
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

წარმატებას გისურვებთ!