ამბასადორი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ციფრული არხების მენეჯერის პოზიციაზე ქსელში შემავალი ობიექტების გვერდებისთვის.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სასტუმრო ამბასადორი თბილისის ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
- სოციალური ქსელების მართვა და განვითარება (Facebook, Instagram);
- მარკეტინგული მიზნებისა და ბრენდის პოზიციონირების შესაბამისად სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- კონტენტის შექმნა, დაგეგმვა არხების მიხედვით;
- სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია (კომენტარები, შეფასებები)
- ციფრულ არხებში კომპანიის გვერდების მონიტორინგი, შეფასებებზე პასუხი (Tripadvisor, Google My Business)
- სარეკლამო კამპანიების წარმართვა (Facebook Ads manager, Google Ads), სწორი მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა, რეკლამის ოპტიმიზაცია, მონიტორინგი, ანალიზი;
- დიზაინერთან კომუნიკაცია სოციალური ქსელებისთვის საჭირო ვიზუალების დასამზადებლად;
- სოციალური ქსელებისთვის საჭირო ფოტო-ვიდეო გადაღებებში ჩართულობა;
- ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეებისა და ტენდენციების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება/დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია: ციფრული მედია პლატფორმების მაღალ დონეზე ცოდნა (Facebook Business manager, Ads manager, Google Ads);
- სოც. მედია და ციფრული მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- თანამედროვე ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში, კონტენტ მენეჯმენტში;
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა, გამართულად წერის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი
- შემოქმედებითი და პროგრესული ხედვა;
- სტრატეგიული დაგეგმვის უნარი
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- მოტივირებულობა
- კომუნიკაბელურობა
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- ფიქსირებულ, ყოველთვიურ ანაზღაურებას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- უფასო ლანჩს
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: marketing@ambassadori.com
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
წარმატებას გისურვებთ!