ღამის ცვლის მოლარე ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი აგროჰაბი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
გაყიდვები: მოლარე
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარის პოზიციაზე ბათუმში.

კომპანია „აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  • სალაროზე გატარებული საქონლის კონტროლი;
  • სალაროს გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო პროცედურების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმისადმი ერთგულება;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტუდენტურ დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • ლოიალობა (სტაჟის ნამატი);

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე  vacancy@agrohub.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომრებზე: +995 511167388
გისურვებთ წარმატებას !