პრისეილერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეო-კოოპ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: პრისელერი
კომპანია „ჯეო-კოოპ“ გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელმაც წარმოადგინა ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის წამყვანი ბრენდები. 
სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო-კოოპ“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: თბილისი; თვალჭრელიძის ქ. N5 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა. 
  • მსუბუქი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • ენერგიულობა  
  • კომუნიკაბელურობა 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი 
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი 
  • შრომისმოყვარეობა 
  • პუნქტუალურობა 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • ორგანიზებულობა, სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას 
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი 
 
მოვალეობები: 
  • უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება 
  • უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული  სრული ასორტიმენტის შეთავაზება ობიექტისთვის 
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან შეხვედრების დაგეგმვა 
  • აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში 
  • ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ უშუალო უფროსთან 
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია 
  • უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე 
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა 
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით 
  • კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი 
  • უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში 
 
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე:  p.chikhladze@gmail.com  
გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმაზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
  
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.