საწყობის ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი აკვალაინი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
კომპანია “აკვალაინი” 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებით, კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის აუზების, საუნისა და ფილტრაციის სისტემების დაპროექტება-მშენებლობას.
კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული/არასტანდარტული,  09:00-18:00 ან 10:00 – 19:00, 
კვირაში 2 დასვენების დღე შეთანხმებით
 ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
ანაზრაურება - 1200 Gel, Net

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობის ტერიტორიაზე შემოსული ტვირთის დაცლა/დასაწყობება სექციების მიხედვით;
  • მიღებული საქონლის, კომპლექტაციის და შეფუთვის შემოწმება;
  • ვადების კონტროლი;
  • საქონლის მოგროვება შეკვეთის ფორმის შესაბამისად და მისი დატვირთვა;
  • საწყობში სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • საწყობში პროდუქციის მოწესრიგება;
  • პროდუქციის (საქონლის) უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების და მითითებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ განსხვავდება მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.

მოთხოვნები:
  • სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევების მქონე

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის გადახდა;
  • კვარტალში  1 დამატებითი დასვენების დღით (DayOff) სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@aqualine.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 26 აპრილი 2024წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.