სამუშაოთა მწარმოებელი

ბათუმი სრული განაკვეთი Tempo Holding
მივლინება: არა ხელფასი: 4000
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი

დეველოპერული კომპანია Tempo Holding აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ანაზღაურება: 4,000.00 ლარი ხელზე ასაღები

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინ. 3 წელი);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • AutoCAD, Autodesk, Revit პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);


ძირითადი ფუნქცია მოვალეობები :

  • სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
  • მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო აქტებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა/შესრულება;
  • ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
  • სამშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის, მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
  • სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული და ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა ვალდებულებების შესრულება.


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ჯგუფში მუშაობის  უნარი;
  • პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში)


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე:  info@tempoholding.ge