ობიექტის საქმეთა მწარმოებელი

თბილისი სრული განაკვეთი მეპერსი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში. ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.

მეპერსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: "ობიექტის საქმეთა მწარმოებელი" (HVAC, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების).

ძირითადი მოვალეობები:
  • მექანიკური-საინჟინრო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა
  • ობიექტზე მომუშავე თანამშრომლების მართვა
  • რესურსების სწორად განაწილება
  • ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებზე რეპორტების წარდგენა მენეჯმენტისთვის
  • უსაფრთხოების ნორმების ცოდნა

მოთხოვნები:
  • სამშენებლო სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (HVAC, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების)
  • სამშენებლო ნახაზების წაკითხვის და გარჩევის უნარი (AutoCAD) 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( Word, Excel)
  • სასურველია ინგლისური ენების ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს WEB-გვერდს : www.meppers.com https://www.facebook.com/meppersGeorgia/