ბელბოი

თბილისი სრული განაკვეთი ხედი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შვეიცარი (ბელბოი)
სასტუმრო „ხედი“, აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე. 
 
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი, პანორამული რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა. 
ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში. 
 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, (ავლაბარი) 
სამუშაო გრაფიკი: 2/2  (ცვლებში) 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • თავაზიანი და პოზიტიური მომსახურეობა; 
  • სტუმრების ოთახამდე მიცილება და ბარგის მოთავსება შესაბამის ადგილას; 
  • სტუმრების დახვედრა და გაცილება. 
 
საჭირო უნარები: 
  •  უცხო ენების ცოდნა; 
  • სამუშაო გამოცდილება  ჩაითვლება უპირატესობად; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებული. 

ჩვენ გთავაზობთ: 
  •  კვებით უზრუნველყოფას; 
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს; 
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას. 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: khedihr@gmail.com და სათაურის ველში  მიუთითეთ - “ბელბოი”. 
 
 გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას  1 წლის განმავლობაში.  
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!