ბელბოი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმროების ქსელი
მივლინება: არა ხელფასი: 900
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შვეიცარი (ბელბოი)
სასტუმროების ქსელი აცხადებს ვაკანსიას : ბელბოის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების ჩამოსვლისა თუ გამგზავრებისათვის მზადყოფნა;
  • სტუმრების ბარგის დაბინავევების ეფექტური და დროული წარმართვა;
  • სატრანსპორტო საშუალების კარების გაღება სტუმრისთვის და მიცილება მათი დანიშნულების ადგილამდე;
  • სტუმარს დროულად მიაწოდოს ნებისმიერი შეტყობინება;
  • უზრუნველყოს თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება ნებისმიერ დროს;
  • სრულად იცნობდეს სასტუმროს სერვისებს;
  • განახორციელოს სხვადასხვს კომპეტენციის შესაბამისი სამუშაოები, რომელსაც დაავალებს ხელმძღვანელი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
  • დადებითი პიროვნული თვისებები;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული, პუნქტუალური;

პერსონალის კვება უზრუნველყოფილია.
გრაფიკი: 12 სთ იანი სმენა
ხელფასი 900 ლარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy.passport@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "დი ეიჩ ემი"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით. თუ გსურთ შპს " დი ეიჩ ემ -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ
დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: personaldata.passporttbilisi@gmail.com გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " დი ეიჩ ემ" -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს დი ეიჩ ემ -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს დი ეიჩ ემ -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.