ბელბოი

თბილისი სრული განაკვეთი Hotels & Preference Hualing Tbilisi
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შვეიცარი (ბელბოი)
„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი „ Hotels & Preference Hualing Tbilisi, თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას: ბელბოის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • სწრაფად გაავრცელოს ინფორმაცია, როგორც ეს მოთხოვნილი იქნება ზედამხედველის მიერ;
  • სტუმრების ჩამოსვლისა თუ გამგზავრებისათვის მზადყოფნა, ზედამხედველის მითითების გათვალისწინებით;
  • სტუმრების ბარგის დაბინავევბის ეფექტური და დროული წარმართვა;
  • სატრანსპორტო საშუალების კარების გაღება სტუმრისთვის და მიცილება მათი დანიშნულების ადგილამდე;
  • სტუმარს დროულად მიაწოდოს ნებისმიერი შეტყობინება;
  • სრულად იყოს ინფორმირებული ქალაქის, მიმდებარე ტერიტორიებისა და სხვადასხვა ღირსშესანისნავი ადგილების სესახებ;
  • უზრუნველყოს თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება ნებისმიერ დროს;
  • სრულად იცნობდეს სასტუმროს სერვისებს;
  • განახორციელოს სხვადასხვს კომპეტენციის შესაბამისი სამუშაოები, რომელსაც დაავალებს ხელმძღვანელი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
  • დადებითი პიროვნული თვისებები;
  • ქართული ენის კარგად და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული, პუნქტუალური;
  • ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4-ე მიკრო რაიონი, თბილისის ზღვის ახალი უბანი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hotelspreference.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს,
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებით: რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით - ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა დაამუშაოს თქვენი როგორც კანდიდატის პერსონალური მონაცემები არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

ზემოაღნიშნული მიზნით, თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია ჰოტელს ენდ პრეფერენს თბილისის მიერ შეინახება და დამუშავდება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთან ერთად თქვენ უფლებამოსილი ხართ:
მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი ამუშავებს თქვენს შესახებ;
ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@hotelspreference.ge