ადმინისტრატორი

წყალტუბო, ბოლნისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
მივლინება: არა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.  
“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით; 
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა. 
ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 350 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.    
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის   ადმინისტრატორის პოზიციაზე წყალტუბოში, ბოლნისში. 
 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ; 
  • პროდუქციის მიღება/მითვლა; 
  • ვადების კონტროლი და ვადაგასული პროდუქციის შესახებ მომწოდებლის ინფორმირება; 
  • ახალი SKU-ს მიღების შემთხვევაში მისი პროგრამაში იდენტიფიცირება; 
  • პლანოგრამების დაცვით განლაგება; 
  • აქტიური ჩართულობა ფილიალის გეგმების შესრულებაში; 
  • პროდუქციის თაროებზე/სარეკლამო კუნძულებზე განთავსება; 
  • მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ყველა საჭირო ქმედების განხორციელება ობიექტის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობისთვის; 
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მომხმარებელისთვის კონსულტაციის გაწევა და სალაროსთან მათი მომსახურება; 
  • სააქციო/სმს პოზიციის პროდუქტების განთავსება/ვიზუალურად მოწესრიგება და შესაბამისი ფასდებულების განთავსება/კონტროლი. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • განათლება - სასურველია უმაღლესი; 
  • სამუშაო გამოცდილება - საცალო-საბითუმო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცილებას). 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - აუცილებელია (საშუალო დონეზე); 
  • უცხო ენების ცოდნა - სასურველია; 
 
უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი. 
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი. 
  • ორგანიზებული. 

სამუშაო გრაფიკი: 
12 :00-დან  20 :00 საათამდე  ან 13:00-დან 21:00 საათამდე. 
ასევე შესაძლებელია 14:00-დან 22:00 -საათამდე.     
კვირაში ერთი დასვენების დღე 
ანაზღაურება: 
ფიქსირებულ ხელფასს  + ბონუსი . 


დაინტერესების შემთხვევაშუ გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge,  გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 121 121 ,+995 591-50-17-94 , +995 577 44 40 16. 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!