გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Dressup Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
„დრესაპ ჯგუფი“ 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და  სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80 მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში: 

სამუშაო პირობები: 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00 სთ ან 09:30 – 18:30 სთ (1 სთ შესვენება); 
ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით; 
სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები, პერიოდულად - სათაო ოფისი (დ. გამრეკელის ქ. #19).    

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება; 
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • „ფიტპასის“ მომსახურება; 
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • მაღაზიათა ქსელში რეალიზაციების ზრდის ხელშეწყობა; 
  • მაღაზიის მიმდინარე რეალიზაციის გეგმის გადანაწილება თანამშრომლებზე;
  • მიმდინარე გეგმის შესრულების მონიტორინგი, პროცესის ანალიზი, რეკომენდაციის შემუშავება;
  • KPI ინდიკატორების ზრდაზე მუშაობა;
  • გაყიდვების გაზრდის მიმართულებით ინიციატივების დაფიქსირება/რეკომენდაციების შემუშავება;
  • მაღაზიის ეფექტიანი მუშაობის შესაფასებელი KPI ინდიკატორების შემუშავება, სასურველი ზრდის ნიშნულის განსაზღვრა;
  • ცალკეული მაღაზიების შესაძლებლობების გაანალიზება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება (მარკეტინგის, საფასო პოლიტიკისა და კოლექციებით მომარაგების კუთხით);
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის რეპორტინგის სისტემატიზაცია და მუდმივი მონიტორინგი;
  • მაღაზიების მიხედვით, გაყიდვების მიმართულებით თანამშრომელთა შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით, მათი გადამზადების/დატრენინგების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
  • ბრენდის განვითარების მენეჯერებთან ერთად ცალკეულ პროდუქტზე ახალი საფასო პოლიტიკისა ან/და აქციების დაგეგმვის რეკომენდაციების შემუშავება;
  • ყოველთვიური ანგარიშისა და მომდევნო თვის სამოქმედო გეგმის მომზადება. 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);
  • MS Office-ის ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი; 
  • დახვეწილი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური); 
  • მიზანდასახულობა; 
  • ანალიზის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • მოქნილობა და ოპერატიულობა. 

კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2024 წლის 15 მაისის  ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „გაყიდვების მენეჯერი“. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას! 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.